ჭიათურაში ჯორჯიან მანგანეზის თანამშრომლები უკვე მე-4 დღეა გაფიცულები არიან. ქუჩაში გამოსული მაღაროელები და მათი ოჯახები ღირსეულ ანაზღაურებასა და შრომით პირობებს ითხოვენ.
პროტესტის პარალელურად კომპანია ჯორჯიან მანგანეზმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ფეროშენადნობების ბაზარზე შექმნილი კრიზისის ფონზე, კომპანია ჯორჯიან მანგანეზი თანამშრომლებს შეცვლილ სამუშაო პირობას სთავაზობს, რათა არ შეწყდეს მათი საქმიანობა. კომპანია აცხადებს, რომ კრიზისის მიუხედავად უცვლელი რჩება თვის მანძილზე თანამშრომელთა ხელფასი, დასვენებისა და სამუშაო საათები.
გაფიცულები თანამშრომლები კი ამბობენ, რომ პროტესტი გაგრძელდება იქამდე, სანამ მათი მოთხოვნები სრულად არ დაკმაყოფილდება. ვიდეო მასალას მედია პლატფორმა "მაუწყებელი" ავრცელებს.
"პროტესტი გამოიწვია დამსაქმებლის მიერ ახალმა არარეალურმა ახალმა დაგეგმარებამ, მოგეხსენებათ მიმდინარეობს სპეციალური რეჟიმი მუშაობა, ამ სპეციალური რეჟიმის პირობებში თანახმა ვიყავით, რომ გვემუშავა მაქსიმალურად, მაგრამ სპეციალური რეჟიმის გასვლის შემდეგ ჩვენს დამსაქმებელს უნდა, რომ ვიმუშაოთ არარეალურად იმ გეგმის, რაც გამოიწვევს უამრავ დარღვევას და მიიყვანოს ადამიანი ფიზიკურ დაზიანებამდე", - აცხადებს გაფიცვის მონაწილე.