პოლიციამ უწყვეტი აქციის მონაწილეები დაშალა. ჭავჭავაძის გამზირი სრულად საპოლიციო ძალებმა დაიკავეს.
მობილიზებულია დიდი რაოდენობით პოლიცია,სპეცრაზმი, რობოკოპები, წყლის ჭავლის მანქანა.
შინაგან საქმეთა სამინისრტოს წარმომადგენლები არიან განლაგებული მელიქიშვილის გამზირზეც.
რამდენიმე წუთის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა და აქციის მონაწილეებს "ტრანსპორტის სავალი ნაწილის გახსნისთვის" 15-წუთიანი ვადა მისცა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარედ ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოქალაქეებთან ერთად მეორე ღამე გაათენეს.