ხოშტარია: რაც არ უნდა ქნან, ვერაფერს მიაღწევენ - ევროპა იქნება ქვეყნის არჩევანი

ქვეყანა რომ არის რუსეთისგან გასაწმენდი ეს არ ახსოვთ, ვითომ ქუჩაა გასაწმენდი და ამ ნიღბებით მოვიდნენ. მაინც ჩვენ მოვიგებთ, სიმართლე არის ჩვენ მხარეს. უმრავლესობა არის საქართველოში ევროპის მხარეს და ისინი ვერაფერს მიაღწევენ. მთავარი ძალა არის ხალხი. ხალხი არ აპირებს რუსეთთან შეგუებას. დილის 7-ზე ამდენი ადამიანი ადგა, ჩაიცვა ფორმა და მოიგონა, რომ უნდა გაწმინდოს ჭავჭავაძე. ამ დროს, სიბინძურეს წარმოადგენენ თვითონ, პირადად აქ ცალკეული ადამიანები იყვნენ, რომლებსაც სინდისი აწუხებდეს... ქართველი ხალხი ბევრად უფრო ძლიერია, რაც არ უნდა ქნან, დაიჭირონ, გაწმინდონ, ვერაფერს მიაღწევენ, ევროპა იქნება ამ ქვეყნის არჩევანი.

თქვა კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერმა ელენე ხოშტარიამ. პოლიციამ ჭავჭავაძის გამზირზე უწყვეტი აქცია დაშალა. ამ დროისთვის თსუ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე სრულად საპოლიციო ძალები არიან განლაგებული.