ჭავჭავაძის გამზირზე პოლიციაა მობილიზებული

ჭავჭავაძის გამზირზე პოლიციაა მობილიზებული

ჭავჭავაძის გამზირზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობასთან, სადაც მშვიდობიანი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული.

ამასთან, პოლიციაა მობილიზებული გმირთა მოედანსა და ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ ახალ გზაზეც. გარდა ამისა, ადგილზეა მობილიზებული სასწრაფო და ე.წ. დაკავების მანქანები.

ცოტა ხნის წინ, თსუ-ის პირველ კორპუსთან მყოფმა დემონსტრანტებმა ადგილზე ბარიკადების სახით სკამები განალაგეს.

ამ წუთბში ჭავჭავაძის გამზირზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქცია მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა.