ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია ამბობს, რომ რუსეთს ჟენევის მოლაპარაკებების გადატანა სხვა ლოკაციაზე სურს. კერძოდ, საუბარია პოსტ საბჭოთა სივრცის ქვეყნებზე.
"დღეს რუსული მხარე ძალიან მნიშვნელოვან საკითხს აყენებს, რომელიც ჟენევის დისკუსიების ჟენევიდან სხვა ლოკაციაზე გადატანას ეხება. ეს იმასთან არის დაკავშირებული, რომ ჟენევა სულ უფრო და უფრო ნაკლებად უზრუნველყოფს თანაბარ პირობებს პროცესის მონაწილეებისთვის", - თქვა ბჟანიამ.
მისივე თქმით, ამავე საკითხს შეხვედრის დროს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც შეეხო.
"რაც შეეხება ჟენევის დისკუსიას, ბატონ ლავროვთან ბოლო შეხვედრაზე მან თქვა, რომ ამ პლატფორმამ მეტ წილად თავისი თავი ამოწურა. ამიტომაც მან იკითხა, ხომ არ არის აფხაზური მხარე წინააღმდეგი, მუშაობა უფრო შესაფერისის მოსაძებნად გაგრძელდეს. საუბარი იყო მათ შორის ბელარუსის დედაქალაქ მინსკზე, ან სხვა სახელმწიფოების დედაქალაქებზე, პოსტ საბჭოთა სივრცის შედარებით ნეიტრალურ ქვეყნებზე", - აღნიშნა ბჟანიამ.
მისივე თქმით, განიხილება აზერბაიჯანიც
2022 წელს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ "ჟენევის დისკუსიები გეოპოლიტიკის მძევალი გახდა" და მოლაპარაკებების "უფრო ნეიტრალურ ადგილას" გამართვის აუცილებლობაზე მიუთითა.