ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი, ასლან ბჟანია ამბობს, რომ ქართული ოპოზიცია ხელისუფლების დამხობას და "მეორე ფრონტის" გახსნას გეგმავს. მსგავსი რიტორიკით საუბრობს მმართველი პარტია ქართული ოცნება.
"საერთაშორისო სამხედრო-პოლიტიკური ვითარება უკიდურესად რთულია. რუსეთი იძულებულია სპეციალური სამხედრო ოპერაცია ჩაატაროს. ჩვენი მოკავშირის წინააღმდეგ 50-ზე მეტი სახელმწიფო გამოდის, მათ შორის თითქმის მთელი ევროპა და შეერთებული შტატები. ამის ფონზე იმავე ძალებს საქართველოს მთავრობის დამხობა და მეორე ფრონტის გახსნა სურთ. ამ მიზნით, მიმდინარე წლის აპრილ-მაისში საქართველოში ფართომასშტაბიანი პოლიტიკური აქციები მზადდება. დღეს სიტუაცია ბევრად რთულია, ვიდრე 2008 წელს", - განაცხადა ბჟანიამ პარტიის ყრილობის დროს.