ევროპის საბჭო გმობს იმ ძალადობას, რომელიც წინ უსწრებდა და ხელი შეუშალა თბილისი პრაიდს. გამოხატვის და შეკრების თავისუფლება დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელია.
ტვიტერზე წერს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი.
დღეს დაგეგმილი თბილისი პრაიდფესტი ძალადობრივი ჯგუფებისგან თავდასხმის გამო ვერ ჩატარდა. თბილისი პრაიდის წევრებს და მოქალაქეებს ფესტივალის ტერიტორიის დატოვება მოუწიათ, რადგან, მათი თქმით, პოლიციამ ტერიტორია ვერ დაიცვა.