ბურჭულაძე: ლიბერალიზმი პირდაპირი საფრთხე შეიძლება იყოს ჩვენი უსაფრთხოების, სუვერენიტეტისთვის

ჩემი აზრით, ჩვენს ხელისუფლებას სხვა ალტერნატივა არ აქვს. იმიტომ რომ ლიბერალიზმი, გარდა იმისა, რომ ჩვენ ამას არ შევხედოთ რელიგიური და მორალური პრიზმიდან, პირდაპირი საფრთხე შეიძლება იყოს ჩვენი უსაფრთხოების და სუვერენიტეტის დაკარგვისა თუ შენარჩუნების.

თუ უკითხავთ ჩვენს ოპონენტებს, როგორია ჩვენი გენოფონდი, როგორია მისი პერსპექტივა? რა თქმა უნდა, ამის ხელშეწყობა, კიდევ ვიმეორებ, ამ პრიზმიდან მინდა ვაჩვენო ჩვენს ოპონენტებს, ეს იქნება კატასტროფა და საქართველოს სუვერენიტეტის რისკები, პირდაპირ შემიძლია განვაცხადო.

ასე რომ, ჩვენ სხვა ალტერნატივა, გარდა იმისა, რომ შინაგანად პრემიერი და ჩვენი მთავრობა ჩვენ ამ მიმართულებას ვემხრობით და შეიძლება ითქვას, კონსერვატიულობა არის ჩვენი, ასე ვთქვათ, მთავარი იდეა, ჩვენი ხელისუფლების. მე ვერ ვხედავ ამის ალტერნატივას უსაფრთხოების თვალსაზრისითაც.

ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ 4 მაისს უნგრეთში კონსერვატიულ- პოლიტიკურ სამოქმედო კონფერენციაზე ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლის შესახებ.