ბულგარეთმა, რუმინეთმა და უნგრეთმა ისრაელიდან მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყეს

ბულგარეთმა, რუმინეთმა და უნგრეთმა ისრაელიდან მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყეს

მედიის ინფორმაციით, ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შემდეგ, ბულგარეთმა, რუმინეთმა და უნგრეთმა მოქალაქეების ევაკუააციაა დაიწყეს.

შაბათს საღამოს რუმინეთმა ისრაელიდან 346, ბულგარეთმა კი 92 მოქალაქის ევაკუაცია შეძლო. თელ-ავივში ევაკუაციას კიდევ ათობით მოქალაქე ელოდება, უნგრეთმა კი საევაკუაციო ფრენები უკვე გამოაცხადა.

7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.

ჰამასის თავდასხმის შედეგად ისრაელში დაღუპულთა რიცხვმა 700-ს გადააჭარბა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაშავებულთა რიცხვი ამ დროისთვის 2 200-ს აღემატება.