ბულგარეთი ქვეყანაში რუსულნომრიანი მანქანების შესვლას კრძალავს. კანონი ძალაში დღეიდან, 2 ოქტომბრის დღის ბოლოდან ამოქმედდება. ამის შესახებ ბულგარეთის პოლიციის უფროსმა, ანტონ ზლატანოვმა განაცხადა.
რუსულნომრიანი მანქანების შევლა ქვეყანაში ნორვეგიამ, პოლონეთმა და ფინეთმაც აკრძალეს.
ნორვეგია ქვეყანაში რუსულნომრიანი მანქანების შესვლას 3 ოქტომბრიდან კრძალავს. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულმა მედიამ 29 სექტემბერს, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით გაავრცელა.
პოლონეთმა ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული ნომრებით მსუბუქი მანქანების შესვლა 17 სექტემბრიდან აკრძალა. როგორც პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რუსეთში რეგისტრირებული სატვირთო მანქანებისთვის ასეთი შეზღუდვა უკვე მოქმედებდა.
16 სექტემბრიდან ფინეთში რუსულნომრიანი მანქანების შესვლა აიკრძალა. ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალტონენმა განაცხადა. გადაწყვეტილება ძალაში 16 სექტემბრის 00:00 საათიდან შევიდა.