ბუდაპეშტში მდინარე დუნაი ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა. ბოლო ათი წლის განმავლობაში წყლის დონემ მაქსიმუმს მიაღწია და ამის მიზეზი ძლიერი წვიმა და თოვლია, რამაც ზამთარში უჩვეულოდ ადრეული წყალდიდობაც გამოიწვია.
უნგრეთის წყლის მენეჯმენტის გენერალურმა დირექტორატმა განაცხადა, რომ დუნაიზე წყლის დონემ 6,93 მეტრს მიაღწია, რაც 2013 წელს დაფიქსირებულ 8,91 მეტრზე ნაკლებია, როდესაც ძლიერი ნალექის გამო ცენტრალურ ევროპაში წყალდიდობა იყო.
მიუხედავად იმისა, რომ დუნაის წლევანდელ წყალდიდობას ბუდაპეშტში დიდი ზიანი არ მოუტანია, ექსპერტებმა ფრთხილობენ, რომ კლიმატის ცვლილებამ შესაძლოა ადრეული წყალდიდობები გაახშიროს.
"თუ ფართო სურათს შევხედავთ, დავინახავთ, რომ ზამთრის ნალექი იზრდება, ტემპერატურის მატებასთან ერთად ნაკლებ თოვლს დავინახავთ, გარდა ამისა, შეიძლება ადრეც დადნეს", - თქვა კლიმატის მკვლევარმა ანა კისმა.
"ამგვარად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მომავალში თოვლის დნობით გამოწვეული წყალდიდობები, რომლებიც ადრე გაზაფხულზე ხდებოდა, შეიძლება მოხდეს უფრო ადრე, შესაძლოა ზამთრის თვეებშიც", - აღნიშნა კისმა.