უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, ახლა უკრაინელები არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ მსოფლიოს იცავენ.
"სამწუხაროდ, უკრაინა კვლავ არის აგრესორთან დაპირისპირების ეპიცენტრი. ახლა ჩვენ არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ მთელ მსოფლიოს სიცოცხლის ფასად ვიცავთ. ომის გაჩაღების შემდეგ, რაშისტებმა თავიანთი იმპერიული პროექტი "უკრაინის ისტორიის" დასასრულად მიიჩნიეს.
მაგრამ მათ ბრძოლის ველზე შეხვდათ ჩვენი გმირების უპრეცედენტო გამბედაობა, თავდადება და პროფესიონალიზმი, რკინის თავშეკავება, მეთაურების კომპეტენცია, მონდომება და რაც მთავარია, უკრაინელი ხალხის ტოტალური, ყოვლისმომცველი წინააღმდეგობა. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ, ვიბრძვით და ვცხოვრობთ! გამარჯვება ჩვენი იქნება", - თქვა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ხელმძღვანელმა.
ბუდანოვი პირობას დებს, რომ ყოველი რაკეტისა და ბომბისთვის, ყოველი დანგრეული სახლისთვის, ბავშვებისა და დედების უთვალავი მსხვერპლისა და ტანჯვისთვის, უკრაინაში ჩადენილი ყოველი დანაშაულისთვის, უკრაინელი ჯარისკაცები შურს იძიებენ.