
ნიუ იორკში, ბრუკლინის ხიდს მექსიკის სამხედრო-საზღვაო ძალების სასწავლო გემი შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად დაიღუპა 2 და დაშავდა, სულ მცირე, 19 ადამიანი.
გემზე 277 ადამიანი იმყოფებოდა. პოლიციის თანახმად, შეჯახება, სავარაუდოდ, "მექანიკურმა პრობლემებმა" და ენერგიის გათიშვამ გამოიწვია.
ბრუკლინის ხიდს მნიშვნელოვანი დაზიანება არ მიუღია და შემოწმების შემდეგ მალევე გაიხსნა.