![ნიღბიანმა პირებმა ტვ პირველის ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი გაიტაცეს](https://fl-cdn.fms-static.com/cdn-cgi/image/fit=cover,width=600,height=338,format=auto/e710bb7e-6ac0-4ddd-b155-38d07f86e0b7.jpg)
ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ტერაქტი მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ქვეყნის პროკურატურა ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ბრიუსელის ცენტრში სროლა იყო. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
მედიაში თავდასხმის კადრებიც გავრცელდა, რომელშიც ჩანს როგორ ისვრის კაცი იარაღიდან ბრიუსელის ერთ-ერთ სადგურთან.
დაღუპულები შვედეთის მოქალაქეები არიან.
პოლიციამ მიმდებარე ტერიტორია სრულად აქვს გადაკეტილი.