ბრიტანეთის თავდაცვის ახალი მინისტრი კიევში ჩავიდა და ზელენსკის შეხვდა

ბრიტანეთის თავდაცვის ახალი მინისტრი კიევში ჩავიდა და ზელენსკის შეხვდა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ახალი მინისტრი გრანტ შაპსი კიევში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. შაპსი უკვე შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისაც. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გავრცელებულ ინფორმაციაში, ზელენსკიმ დიდ ბრიტანეთს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა - განსაკუთრებული მადლობა კი შორი მანძილის რაკეტებისთვის, რომლებმაც ზელენსკის თქმით, უკრაინული ჯარის შესაძლებლობები გაზარდა.

ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა უკრაინული საჰაერო თავდაცვის საკითხიც განიხილეს, განსაკუთრებით მოახლოებული ზამთრის ფონზე.