ბრიტანეთის დაზვერვა: ვაგნერელებმა ბახმუტიდან გასვლა დაიწყეს

ბრიტანეთის დაზვერვა: ვაგნერელებმა ბახმუტიდან გასვლა დაიწყეს

ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, ვაგნერელებმა დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტიდან გასვლა დაიწყეს.

"დაჯგუფება ვაგნერის ხელმძღვანელმა, ევგენი პროგოჟინმა, სავარაუდოდ, ბახმუტიდან მისი დაქირავებულების გაყვანა დაიწყო, რათა პოზიციებზე კონტროლი რუსეთის არმიის რეგულარულ ჯარებს გადასცეს", - აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვა.

დაზვერვის თქმით, ბოლო კვირების განმავლობაში, რუსეთის საჰაერო სადესანტო ძალების 31-ე ბრიგადის ნაწილები ბახმუტის ფლანგების გასაძლიერებლად განლაგდნენ. ისინი, სავარაუდოდ, სვატოვო-კრემენაიას ტერიტორიიდან გადმოიყვანეს.

"16 მაისის მდგომარეობით, უკრაინის ძალებმა ბახმუტის ფლანგებზე 20 კვადრატული კილომეტრი დაიკავეს. ამასთან, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო გეგმავს, პრიგოჟინის დაქირავებულები დონბასში შემდგომი შეტევითი ოპერაციებისთვის გამოიყენოს", - ნათქვამია განცხადებაში.