ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ხანგრძლივი, მრავალწლიანი ომისთვის ემზადება.
"რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ხანგრძლივი, მრავალწლიანი ომისთვის ემზადება, რაც თავდაცვის ხარჯებს მნიშვნელოვნად გაზრდის. რუსეთის ფინანსთა სამინისტროს დოკუმენტების მიხედვით, 2024 წელს კრემლი ომისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მთლიანი ხარჯების მესამედის გამოყოფას გეგმავს", - აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვა.
ამასთან, ბრიტანეთის დაზვერვა აღნიშნავს, რომ სრული ინფორმაცია რუსული თავდაცვის ხარჯების შესახებ გასაიდუმლოებულია.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.