ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, დაჯგუფება ვაგნერის ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ავტორიტეტის შერყევას ცდილობს.
"დაჯგუფება ვაგნერის ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ავტორიტეტის შერყევას ცდილობს, ხოლო სამინისტრო მის ქმედებებს უკრაინის კონტრშეტევითი ოპერაციების ფონზე უადგილოდ მიიჩნევს", - აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვა.
დაზვერვის თქმით, პრიგოჟინის ქმედებები არის მიზანმიმართული მცდელობა, შელახოს ოფიციალური სამხედრო ხელმძღვანელობის ავტორიტეტი. ამასთან, ბრიტანეთის დაზვერვა აღნიშნავს, რომ პრიგოჟინის ტონი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიმართ ცალსახად კონფრონტაციული გახდა.
15 ივნისს, ბრიტანეთის დაზვერვამ განაცხადა, რომ პრიგოჟინი დაუპირისპირდა რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას და პირადად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, რომელიც უარს აცხადებდა ვაგნერსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის კონტრაქტის გაფორმებაზე.