ბრიტანეთი საფრანგეთთან ერთად უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის გეგმის შექმნაზე იმუშავებს

ბრიტანეთი საფრანგეთთან ერთად უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის გეგმის შექმნაზე იმუშავებს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა, განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო საფრანგეთთან ერთად უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის გეგმაზე იმუშავებს, რომელიც მოგვიანებით დონალდ ტრამპს წარედგინება. ამის შესახებ მან BBC-ის ეთერში ისაუბრა.

სტარმერის თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ მან ტელეფონით განიხილა ეს საკითხი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან.

"ჩვენ შევთანხმდით, რომ გაერთიანებული სამეფო საფრანგეთთან და, შესაძლოა, კიდევ ერთ-ორ ქვეყანასთან ერთად იმუშავებს ცეცხლის შეწყვეტის გეგმაზე უკრაინასთან. ამის შემდეგ, ამ საკითხს ვიხილავთ აშშ-სთან. ვფიქრობ, ბოლო დღეებში – პარასკევს ღამით განხორციელებული ზარებით, გუშინდელი შეხვედრითა და სატელეფონო საუბრებით – ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით სწორი მიმართულებით. არავის სურს ის, რაც პარასკევს ვიხილეთ, მაგრამ ჩვენი ყურადღება უნდა გავამახვილოთ მთავარ მიზანზე – უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფაზე," – აღნიშნა სტარმერმა.