ხშირია ხოლმე მანიპულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ, აი სანქციები დაწესდება. რაზე უნდა დაწესდეს? სანქცია მხოლოდ შეიძლება დაწესდეს ისეთ რამეზე, როდესაც გვაქვს კონკრეტული ფაქტი. თუ ფაქტი არ არსებობს ვერავითარი სანქცია ვერ დაწესდება და არავითარი ფაქტი არ არსებობს. ეს არის ორჯერ ორი ოთხი.
განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ.
Politico-მ გამოაქვეყნა სტატია, რომლის მიხედვითაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორის, ჯიმ ო'ბრაიენის განცხადებით აშშ-მა გამოავლინა 5 ქვეყანა, რომელიც ხელს უწყობს რუსეთის მიერ სანქციებისთვის თავის არიდების პრობლემას, ერთ-ერთი საქართველოა.