ბრეგაძე: ყველაზე დიდი თვითკრიტიკოსები ვართ, არასდროს ვეძლევით თვითკმაყოფილებას

ძალიან ბევრი წარმატების მიუხედავად, ჩვენ ყოველთვის გვაქვს საკუთარ თავთან ყველაზე დიდი პრეტენზია და ვართ ყველაზე დიდი თვითკრიტიკოსები. ჩვენ არასდროს ვეძლევით თვითკმაყოფილებას და ვცდილობთ, რომ გაკვეთილი გამოვიტანოთ თითოეული ჩვენი მოქმედებიდან.

ამბობს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი რატი ბრეგაძე კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე.