ბრაიზა: ვფიქრობ, რომ სულ უფრო და უფრო მეტ სანქციებს ვიხილავთ ამერიკისგან და ევროპისგან

ამ დაძაბულობის ფონზე კი, ვფიქრობ, რომ სულ უფრო და უფრო მეტ სანქციებს ვიხილავთ ამერიკისგან და ევროპისგან, რადგან როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობამ ხელი ჩაიქნია ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე...

[საქართველო] ერთ ადგილასაა გაჩერებული, გაჭედილია. ნათელია, რომ მთავრობას არ სურს ევროკავშირის გაწევრიანების გზაზე პროგრესი. ქართველი ხალხის უმეტესობას კი ეს ნამდვილად უნდა. ასე რომ, ეს იწვევს ღრმა წინააღმდეგობას საზოგადოებაში.

განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, მეთიუ ბრაიზამ ამერიკის ხმასთან საუბარში.