ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თქმით, რუსეთი არ წავა მოლაპარაკებებზე, თუ უკრიანასი ომს არ მოიგებს.
ამის შესახებ ბორელმა ბარსელონაში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
ბორელი ამბობს, რომ ოპტიმისტურად არაა განწყობილი იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლება მოხდეს ამ ზაფხულს უკრაინაში, რადგან მისი თქმით, ის ორივე მხრიდან ჯარების კონცენტრაციას აკვირდება.
ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ყოველდღიური დაბომბვა, მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა და ინფრასტრუქტურის განადგურება მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთი კონკრეტულ გეგმას მიჰყვება.