ბორელი: უკრაინელი მფრინავების წვრთნები უკვე დაწყებულია

ბორელი: უკრაინელი მფრინავების წვრთნები უკვე დაწყებულია

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, უკრაინელი მფრინავების წვრთნები უკვე დაწყებულია.

"უკრაინელი მფრინავების წვრთნები უკვე დაწყებულია და იმედი მაქვს, რომ მალე უკრაინისთვის F-16 მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებას შევძლებთ", - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

თეთრი სახლის ცნობით, უახლოეს თვეებში აშშ და მოკავშირეები განიხილავენ, როდის და რა რაოდენობით საბრძოლო თვითმფრინავები უნდა გადასცენ უკრაინას.

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, მან მიიღო „მტკიცე გარანტია“ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისგან, რომ უკრაინული ძალები არ გამოიყენებენ დასავლეთის მიერ მოწოდებულ F-16 საბრძოლო თვითმფრინავებს რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრისთვის.