ბორელი: მკაცრად ვგმობთ ოკუპანტების მიერ განხორციელებულ მხდალ თავდასხმას ჩერნიჰივზე

ბორელი: მკაცრად ვგმობთ ოკუპანტების მიერ განხორციელებულ მხდალ თავდასხმას ჩერნიჰივზე

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ჩერნიჰოვზე რუსი ოკუპანტების თავდასხმას მხდალ ქმედებას უწოდებს.

"მკაცრად ვგმობთ რუსეთის მიერ ჩერნიგოვზე განხორციელებულ კიდევ ერთ მხდალ და მიზანმიმართულ თავდასხმას, რომლის სამიზნე უნივერსიტეტი და თეატრი იყო და რომლის შედეგად მინიმუმ 7 ადამიანი, მათ შორის ბავშვები, დაიღუპა და ბევრი დაშავდა. ახლა, როგორც ყოველთვის, ჩვენ ვდგავართ უკრაინასთან", - წერს ბორელი Twitter-ზე.

19 აგვისტოს რუსეთის შეირაღებულმა ძალებმა ჩერნიჰივის ცენტრი დაბომბეს. უკრაინის ოფიციალური პირების განცხადებით, ოკუპანტებმა, სავარაუდოდ, ბალისტიკური რაკეტები გამოიყენეს. თავდასხმის შედეგად ბოლო მონაცემებით 148 ადამიანი დაშავდა.