ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თქმით, ჰუმანიტარული ვითარება ღაზაში უდიდესი კატასტროფაა და ამბობს, რომ აუცილებელია მდგომარეობის დეესკალაცია.
ამის შესახებ მან ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ამასთან, ბორელი ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას კრიტიკულად აფასებს.
"ჰუმანიტარული ვითარება ღაზაში უდიდესი კატასტროფაა, აუცილებელია მდგომარეობის დეესკალაცია", - აღნიშნა მან.
გუშინ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა მხარეებს ახლო აღმოსავლეთში შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა. მან განაცხადა, რომ ახლა მთელი ახლო აღმოსავლეთი უკიდურესად კრიტიკულ სიტუაციაშია.