ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ერთადერთი ადამიანი, ვინც დაინტერესებულია უკრაინაში ომის გაგრძელებით, არის პუტინი.
"ყველას სურს ომის შეჩერება. ერთადერთი, ვინც დაინტერესებულია ომის გაგრძელებით, არის პუტინი. არავის სურს მშვიდობა უკრაინაზე მეტად.
არავის, ვინც ნამდვილად არის დაინტერესებული მშვიდობით, არ შეუძლია მსხვერპლი და აგრესორი თანასწორად წარმოაჩინოს", - თქვა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.
ბორელმა გუშინ განაცხადა, რომ უკრაინელი მფრინავების წვრთნები უკვე დაწყებულია და ამასთან, იმედოვნებს, რომ ახლო მომავალში უკრაინისთვის F-16 საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებას შეძლებენ.