ბორელი: დიახ, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მუშაობს

არ არის მართალი, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები არ მუშაობს. ერთ წელიწადში სანქციებმა მნიშვნელოვნად შეძლეს მოსკოვის შესაძლებლობების შეზღუდვა, საკვანძო ბაზრებიდან ქვეყნის გამოდევნა და რუსეთის ინდუსტრიული თუ ტექნოლოგიური შესაძლებლობების მნიშვნელოვანი დეგრადაცია. ომის შესაჩერებლად, ჩვენ ეს კურსი უნდა შევინარჩუნოთ. ჩვენი შემზღუდველი ზომები, ტექნიკურად სწორი ტერმინი რომ გამოვიყენოთ, უპრეცედენტოა თავისი მასშტაბით და ორიენტირებულია რუსეთის ეკონომიკის ძირითად სექტორებზე, რაც გადამწყვეტია მოსკოვის ომის ძალისხმევისთვის.

განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა.