
უსაფრთხოებისა და საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი და უკრაინაში აშშ-ის ელჩის, ბრიჯიტ ბრინკი აცხადებენ, რომ რუსეთმა დაბლოკა 50 ხომალდი, რომლებსაც უკრაინული მარცვლეული უნდა გადაეზიდა.
"რუსეთი ისევ ბლოკავს შავ ზღვაში 50 ხომალდს, რომლებიც სასწრაფოდ გადაჰქონდათ აუცილებელი მარცვლეული. ევროკავშირი მხარს უჭერს გაეროს და გააგრძელებს უკრაინული ექსპორტის მხარდაჭერას სოლიდარობის დერეფნებით, რომელმაც მსოფლიოს 25 მილიარდი ტონა მარცვლეული მოუტანა"- წერს ბორელი Twitter-ზე .
The consequence of the war affect us all
Russia is once again blocking 50 ships with urgently needed grain in the Black Sea. The EU supports @UN efforts & will continue facilitating exports through the EU Solidarity Lanes, which have brought 25bn tonnes of grain to the world
2/
მარცვლეულით სავსე ხომალდების დაბლოკვაზე საუბრობს ბრიჯიტ ბრინკიც და აღნიშნავს, რომ "რუსეთი შეთანხმების შესრულების ნაცვლად, უკრაინის ეკონომიკის დახრჩობას და სურსათის ნაკადის შენელებას ცდილობს".
Зараз понад 50 кораблів чекають у протоці Босфор на дозвіл відправитися в українські порти, щоб завантажити зерно, яке піде на харчування тих, хто його потребує. Росія намагається задушити українську економіку і сповільнити потік продовольства замість того, щоб дотримуватися…
2022 წლის ივლისში, ერთ თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, უკრაინისა და რუსეთის მინისტრებმა ხელი მოაწერეს მარცვლეულის შეთანხმებას, რომელიც გაეროსა და თურქეთის შუამავლობით იქნა მიღებული.
რუსეთმა პირობა დადო, რომ განბლოკავს პორტებს შავ ზღვაზე, რათა უზრუნველყოს მარცვლეულისა და ზეთის თესლის უსაფრთხო გადაადგილება. 2022 წლის 17 ნოემბერს შეთანხმება 120 დღით გახანგრძლივდა, 2023 წლის 13 მარტს კი რუსეთმა განაცხადა, რომ მზადაა მარცვლეულის შეთანხმება 60 დღით განაახლოს.