ჩემი ერთ-ერთი გზავნილი [საქართველოს ხელისუფლებისა და მოქალაქეების მიმართ] იყო ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. 2008 წლიდან საქართველო პუტინის ნეოიმპერიალისტური მსოფლმხედველობის მსხვერპლია.
ჩვენი დიდი ხნის ვალდებულება, ვიყოთ საქართველოს გვერდით, დღეს ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფონზე. ეს არ არის უბრალოდ სიტყვები. ჩვენ ამას კონკრეტული ქმედებებით ვადასტურებთ: ჩვენ გვყავს მოქმედი სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ტოივო კლაარი და ჩვენი თავდადებული სამოქალაქო მისია, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, რომელიც ქვეყანაში ბოლო 15 წელია იმყოფება. მისია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან პატრულირებს. ყოველდღე ეს მისია თამაშობს მნიშვნელოვან როლს რეგიონში სტაბილურობის თვალსაზრისით.
წერს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი განცხადებაში, რომელიც EU-ს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.