ეს საქართველოს გამარჯვებაა. ეს არის ქართველი ხალხის გამარჯვება. ამ გადაწყვეტილებით ევროპამ რუსეთი დაამარცხა, ქართველმა ხალხმა კი რუსული რეჟიმი. ეს არის რეალობა. ეს არის გამარჯვება და ჩვენი მონაპოვარი.
ფუჭად ცდილობს რუსული ოცნება, რომ მიითვისოს ეს გამარჯვება, რადგან ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხის დამსახურება. ეს გამარჯვება ქართველი ხალხის ერთიანობამ მოიტანა, ვერაფერი აღუდგა წინ ქართველი ხალხის ერთიანობას. ცდილობდა რუსული ოცნება, რომ დაერღვია ეს ერთიანობა, მაგრამ ვერ შეძლო. ჩვენ გავიმარჯვეთ.
განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, თინა ბოკუჩავამ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
14 დეკემბერს, საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო, ხოლო უკრაინა და მოლდოვა ევროგაერთიანებაში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ.