ბოკუჩავა: ნიჰილიზმი იყო სწორედ ის, რაც გვაშორებდა წარმატებას, ახლა ეს გადატეხილია

დარჩა 20 კრიტიკული დღე და ეს 20 კრიტიკული დღე ძალიან გონივრულად, ძალიან სწორად უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ის მზარდი რწმენა, რომელიც ადამიანებში არის ოპოზიციის გამარჯვების, ამას აჩვენებს მათ შორის კვლევები... აი, წარსულში ოპოზიციის მხარდამჭერთა რიცხვი აღემატებოდა იმ ადამიანების რაოდენობას, ვისაც სჯეროდა ოპოზიციის გამარჯვების.

ეს ნიჰილიზმი, რასაც მუდმივად კვებავდა ქართული ოცნება და ივანიშვილი, იქნებოდა ეს ძალადობით, რეპრესიებით, მოსყიდვით თუ ნებისმიერი სხვა რამით, აი, ეს ნიჰილიზმი, ჩემი აზრით, იყო სწორედ ის, რაც გვაშორებდა წარმატებას და ახლა ეს გადატეხილია, ახლა ეს შეცვლილია. ამიტომ ეს გამარჯვების რწმენა ბოლომდე უნდა განვამტკიცოთ ამ დარჩენილ 20 დღეში. ამიტომ წარუმატებლობის და იმედგაცრუების დრო და ადგილი ამ 20 დღეში ნამდვილად არ გვაქვს.

ამბობს გადაცემა კვირის ფორმულას ეთერში ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა.