ბოკუჩავა იმპიჩმენტზე: არ მგონია, რომ სასამართლო დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას მიიღებს

მე არ მაქვს, სიმართლე გითხრათ, იმის მოლოდინი, რომ რაიმე დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო. თუ მას აღმოაჩნდა ასეთი გამბედაობა, რომ მართლაც იხელმძღვანელოს კონსტიტუციით და კანონით, ეს ნამდვილად იქნება მისასალმებელი. თუმცა ამ დრომდე, ასეთი გამბედავი მოსამართლეები სამწუხაროდ, საქართველოს სასამართლო სისტემაში ძალიან ცოტა აღმოჩნდნენ.

განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, თინა ბოკუჩავამ.

დღეს პარლამენტში საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება, სადაც ოფიციალურად დაიწყება პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა.