ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა აშშ-ში დემოკრატიული ყრილობის ფარგლებში, NDI-ის პრეზიდენტის, თამარა ვიტესის მიწვევით ქალთა ფორუმს დაესწრო.
ბოკუჩავას თქმით, მისთვის პოლიტიკაში, ისევე, როგორც ეკონომიკაში, ქალთა გაძლიერება უმნიშვნელოვანესი საკითხია
"NDI-ის პრეზიდენტის, თამარა ვიტესის მოწვევით დემოკრატიული პარტიის კონგრესის ფარგლებში ვიმყოფებოდი ქალთა ფორუმზე, სადაც წარმოდგენილი იყვნენ ქალი ლიდერები ამერიკიდან, ისევე, როგორც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.
ჩემთვის პოლიტიკაში ქალთა გაძლიერება, ისევე, როგორც ეკონომიკაში არის უმნიშვნელოვანესი საკითხი, ეს არის ჩემი პრიორიტეტი და ამიტომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ ღონისძიებაზე დასწრება, სადაც მაქვს შესაძლებლობა, რომ გავუზიარო და გამიზიარონ საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება ქალების როლის გაძლიერებისათვის პოლიტიკაში და ეკონომიკაში", - თქვა ბოკუჩავამ.