ბოკერია სააკაშვილზე: ყველანაირ დებატს მისალმება, ოღონდ ბელადის ეჭვქვეშ დაყენება არ გაბედონ

სააკაშვილმა აირჩია ეს გზა, რომ ყველანაირ დებატებს მისალმება ოღონდ ბელადის ეჭვის ქვეშ დაყენება არავინ არ უნდა გაბედოს. ყველა ერთმანეთს უნდა ეჩხუბოს ბელადის მზის ქვეშ ადგილისთვის ნებისმიერ ფასად. დღეს თუ ერთს იტყვის და ხვალ მეორეს, ორივეჯერ მართალია. ყველანაირ პრინციპებზე უარი უნდა თქვას და პოპულიზმში უნდა შეეჯიბროს ქართულ ოცნებას და ივანიშვილს.

ამბობს ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია.

დღეს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც პარტიის ერთიანობაზე ისაუბრა და თქვა: "პარტიამ უნდა შეინარჩუნოს ერთიანობა და სიმტკიცე, ამავე დროს მივესალმები დებატებსაც და მუდმივ შიდა განახლებასაც. ამ ყველაფერს არაფერი აქვს საერთო ბოკერიას გზასთან. ვინც დაადგება ბოკერიას გზას, განულდება და დაამთავრებს როგორც ბოკერია".