საზოგადოებისთვის ეს არაფერს ცვლის. ივანიშვილის გამოჩენით არ იცვლება ის გამოწვევა, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას ამ რეჟიმის სახით. ჩვენ გვჭირდება ამ რეჟიმის დემოკრატიულად შეცვლა და არაპოპულისტური ძალებისგან ქვეყნის პოლიტიკური ჭაობიდან ამოყვანა.
ბიძინა ივანიშვილის გარეშე ეს პოლიტიკური არარაობები არაფერს წარმოადგენენ. რატომ ჩათვალეს, რომ იგი საპატიო თავმჯდომარის ფორმით უნდა დაბრუნებულიყო ეს არ ვიცი და არც მჭირდება, რომ ამაზე ზედმეტი ვიფიქრო. ეს იმდენად უმნიშვნელოა იმ გამოწვევის ფონზე, რასაც ივანიშვილის რეჟიმი ბიძინას გამოჩენით თუ ამოჩენის გარეშე წარმოადგენს ქვეყნის მომავლისთვის.
განაცხადა ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ.