ბოკერია: ივანიშვილის ერთი პოლიტიკური თოჯინა მეორით ჩანაცვლდა, ქვეყნისთვის არაფერი იცვლება

ევროპული საქართველოს პოზიციაა, რომ ამით ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის არაფერი იცვლება. ივანიშვილის ერთი პოლიტიკური თოჯინა მეორე პოლიტიკური თოჯინით ჩანაცვლდა ივანიშვილის პოლიტიკური თოჯინების თეატრში.

სადაც ერთ კაცს შეუძლია, რომ ასე წყვეტდეს ვინ იქნება პრემიერმინისტრი, იქ არავინ უნდა ელოდოს, რომ ის საზოგადოებას ან ქვეყანას სცემს პატივს და მას წინ წაიყვანს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ივანიშვილი დემოკრატიული გზით მთლიანად ჩამოშორდეს ძალაუფლებას, ხოლო ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ ასეთი თამაშის წესები, ანუ თოჯინების თეატრი არ იყოს გამეფებული, მის ალტერნატივაში, ოპოზიციაში და სწორედ ეს არის ევროპული საქართველოს პრინციპული.

ამბობს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია. დღეს, 29 იანვარს ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერმინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა. გავრცელებული ინფორმაციით, ღარიბაშვილს ირაკლი კობახიძე შეცვლის.