რაც შეეხება ერთიან სიას, ეს იქნება და არის დღეს ამაზე საუბარი უმძიმესი შეცდომა, ეს იქნებოდა უდიდესი საჩუქარი ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდისთვის, ერთ ქვაბში ყველა ძალის ჩაყრა. არჩევანის შეზღუდვა მოქალაქეებისთვის, მძევლად ჩაგდება მოქალაქეებისა, რომელთაც ივანიშვილის რეჟიმის შეცვლა უნდა. უნდა გავითვალისწინოთ ის კი არა რამდენი ადამიანი იტყვის, რომ ერთიანი სია მინდა, ყველა მოქალაქე ვისაც პრობლემა ექნება ერთიან სიასთან, ის არის პოტენციურად დაკარგული ხმა. ეს დიდი პრობლემაა. ჩვენ გვაქვს კონკრეტული რეალობა. არის ერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ყველაზე მსხვილი იყო ამდენი წელიწადი, ჰყავს ერთი ლიდერი, რომლის ხმა ქმნის კლიმატს, ვგულისხმობ მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც თქვა, რომ თუ ახლა მთავრობა არ გამოიცვალა, არჩევნებს აზრი არ აქვს. ძალიან სახიფათო იქნება ყველა კვერცხის დადება იმ ძალასთან ერთად, სადაც შეუძლებელია იმის გათვლა ხვალ რომელ პოლიტიკურ ნაღმზე ავფეთქდებით. ამიტომაც სინერგია იმ ძალების, ვისაც მეტი საერთოდ აქვს, ეს არის გამოსავალი და ალტერნატივის შექმნა ისეთის, რომელიც გარანტიას იძლევა ძალაუფლების უზურპაციის გამორიცხვის.
თქვა ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ჯგუფ დაიტოვეს პროექტის პირდაპირ ეთერში.