სრული აბსურდი და სიცრუეა, რომ მოქალაქეობის ჩამორთმევით რაიმე სახით ეზღუდება საქართველოს ფარცხალაძის დევნა ან ნებისმიერი სხვა ადამიანის, რომელიც მძიმე დანაშაულს ან ნებისმიერ დანაშაულს ჩადიოდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. საიდან მოიტანეს ეს აბსურდი, წარმოდგენა არ მაქვს. ეს არის სისულელე. თუ რამე სხვა ქვენა ინტრიგის გეგმა არსებობს, რაც მე არ მესმის, ზოგადად, აბსურდის თეატრში შეყოლა ივანიშვილის რეჟიმთან, თან კანონის დარღვევით, არის მავნებლობა, არის მორიგი მავნებლობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან.
ამბობს ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, "სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე", მიზანშეწონილად არ მიაჩნია, ამ ეტაპზე ყოფილი მთავარი პროკურორისთვის მოქალქეობის შეწყვეტა.