ჩვენ გავაგრძელებთ სიტუაციის მონიტორინგს ძალიან ყურადღებით და ფრთხილად. არ გვაქვს მიზეზი, რომ შევცვალოთ ჩვენი ბირთვული პოზიცია. ვერ ვხედავთ რაიმე მინიშნებას, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად ემზადება. რაც შეეხება ბელარუსს, ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმის, რომ ლუკაშენკო ბელარუსი ხალხის ნების საწინააღმდეგო, ქვეყნის სუვერენიტეტის დათმობისკენ უპასუხისმგებლო, პროვოკაციულ არჩევანს აკეთებს.
განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისთქმით, ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსება 7-8 ივლისის შემდეგ დაიწყება. ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო ამბობს, რომ რუსეთის ტაქტიკური ბირთვული იარაღის ბელარუსში განთავსება მისი "დაჟინებული მოთხოვნა" იყო.