აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, უკრაინას აქვს უფლება, თავად გადაწყვიტოს, თუ როგორ გამოიყენებს ATACMS-ის რაკეტებს.
"უკრაინას აქვს უფლება, დამოუკიდებლად გადაწყვიტოს, თუ როგორ გამოიყენებს ATACMS-ის შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს.
უკრაინელებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რა არის ყველაზე ეფექტიანი [საშუალება] მათი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღსადგენად", - თქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
გამოცემა The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, შეერთებული შტატები უკრაინას ATACMS-ის შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს, სავარაუდოდ, შემოდგომაზე გადასცემს.