ბლინკენი: პუტინის მოლოდინი, რომ დასავლეთი უკრაინის მხარდაჭერას შეწყვეტს, მცდარია

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მოლოდინი, რომ დასავლეთი უკრაინის მხარდაჭერას შეწყვეტს, მცდარია. უკრაინისადმი გრძელვადიანი საერთაშორისო მხარდაჭერა სწორედ ამის დასტურია.

ამ კვირაში ვილნიუსში ყველამ დაინახა, რომ ათობით ქვეყანა დგამდა კონკრეტულ ნაბიჯებს უკრაინის მხარდაჭერის გასაგრძელებლად. NATO-ს ქვეყნებმა კიევს ძალიან ძლიერი დახმარების პაკეტი მიაწოდეს, რაც მრავალი წლის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ინსტიტუტების გაძლიერებას ხელს შეუწყობს.

განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.

NATO-ს სამიტი ვილნიუსში, 11-12 ივლისს გაიმართა.