აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მოულოდნელი ვიზიტით ერაყში ჩავიდა.
CNN-ის ცნობით, ბლინკენი ერაყის პრემიერმინისტრ მუჰამედ შია ალ-სუდანს ბაღდადში საათზე მეტი ხნის განმავლობაში ხვდებოდა.
ბლინკენი ეწვია აშშ-ის საელჩოსაც, სადაც, მედიის ინფორმაციით, მას მიაწოდეს ინფორმაცია, რა საფრთხეების წინაშეა აშშ-ის ობიექტები.
ერაყამდე ბლინკენი ისრაელში, იორდანიაში, დასავლეთ სანაპიროსა და კვიპროსში იმყოფებოდა. ერაყიდან ის თურქეთს ეწვევა.