გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მაია ბითაძის თქმით, შინაურ და ბინადარ ცხოველთა შესახებ კანონის მიღებიდან ორ წელში სავალდებულო გახდება, რომ ცხოველის ყიდვის შემთხვევაში ადამიანებმა სწავლება გაიარონ.
ბითაძემ ეს კომიტეტის სხდომაზე თქვა, სადაც ცხოველების შესახებ კანონპროექტს განიხილავენ.
"ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეიქმნას სერტიფიცირების სისტემა, რომელიც ვფიქრობთ, რომ კანონის ნიღბიდან ორ წელიწადში უნდა ამოქმედდეს, რომელიც მისცემს ჩვენს კეთილსინდისიერ კინოლოგებს იმის საშუალებას, რომ მათ ის ტრენინგკურსები, რომელსაც ახლაც ახორციელებენ, მოაქციონ ერთიან სისტემაში, აიმაღლონ თავიანთი სტატუსი მათ შორის ამ ქვეყანაში.
ჩვენთვის, ყველასთვის ორ წელიწადში სავალდებულო იქნება რომ ცხოველის ყიდვის შემთხვევაში გავიაროთ სწავლება, როგორ მოვეპყროთ ძაღლს და როგორ ვეცადოთ, რომ ძაღლი არ გახდეს აგრესიული"- თქვა ბითაძემ.
"შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ" კანონპროექტი შინაური ბინადარი ცხოველის (კატა, ძაღლი) მოვლის, ვეტერინარული მომსახურების, მიკედლების, გასეირნებისა, ყოლის, გამრავლებისა და რეგისტრაციის წესებს ადგენს.