ოლიგარქი, რომელიც პოლიტიკაში დაბრუნების წინაპირობად, პირველად, საქართველოში უბედურების დატრიალებას ასახელებდა, მეორედ კი ასეთ სცენარს საერთოდ გამორიცხავდა, ისევ ოფიციალურ, პოლიტიკურ თანამდებობაზეა. ქვეყანაშიც და პარტიაშიც ყველაფერი კარგადაა! ასეთია ბიძინა ივანიშვილის გზავნილი კულისებიდან გამოსვლის შემდეგ. მისი სიტყვა არაფორმალური მმართველობის აღიარება აღმოჩნდა. ოლიგარქმა თქვა, რომ ორ-სამ ლიდერთან ჰქონდა კომუნიკაცია. ბოლო 3 წელში - დააზუსტა პრემიერმა ღარიბაშვილმა. ივანიშვილი ოფიციალურ თანამდებობას ზუსტად ამდენი ხანი არ იკავებდა.
პოლიტიკაში მესამედ დაბრუნების ოფიციალური მიზეზი კი ასეთია: ოლიგარქი გუნდში დაპირისპირების საფრთხეს ხედავს და ასევე სურს, საკუთარი პარტიის ლიდერები კორუფციისგან დააზღვიოს.