რუსეთის და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილება ოჩამჩირის რაიონში ახალი ბაზების განთავსებასთან დაკავშირებით, არის შედეგი იმისა, რასაც ქართული ოცნება ახორციელებს, იმ შემრიგებლური პოლიტიკისა რუსეთთან მიმართებაში და ე.წ. დალაგების პოლიტიკისა. მაშინ როცა ჩვენ, ამ 10 წლის განმავლობაში ჩვენს უსაფრთხოების სისტემას უნდა ვაძლიერებდეთ, ვთანამშრომლობდეთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, ქართული ოცნების ხელისუფლებამ აირჩია რუსული ვერტიკალი. შესაბამისად ამ რუსულ ვერტიკალს ყოველთვის ანალოგიური შედეგები მოაქვს.
განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა. რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში მუდმივ სამხედრო-საზღვაო ბაზას განათავსებს.