რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის მარია ზახაროვას ინფორმაციით, ბერლინის ანალოგიურ ნაბიჯზე პასუხად, მოსკოვმა 20-ზე მეტი გერმანელი დიპლომატი დაითხოვა.
რუსული სამთავრობო, პროპაგანდისტული გამოცემა RIA Novosti-ის ცნობით, ზახაროვამ განაცხადა, რომ გერმანიამ 20-ზე მეტი რუსი დიპლომატი დაითხოვა. პასუხად, მოსკოვი იმავე რაოდენობის გერმანიის წარმომადგენელს ათავისუფლებს.
"გერმანიის ხელისუფლებამ რუსული დიპლომატიური მისიის თანამშრომლების მასობრივი დათხოვნის მორიგი გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ბერლინის ამ ქმედებებს, რომელიც აგრძელებს რუსეთ-გერმანიის ურთიერთობების მთელი რიგი მიმართულებით განადგურებას, მათ შორის დიპლომატიური განზომილებაშიც. ამ მტრულ ქმედებებზე პასუხად მივიღეთ ანალოგიური, რუსეთიდან გერმანელი დიპლომატების დათხოვნის გადაწყვეტილება, და ასევე ჩვენს ქვეყანაში გერმანიის დიპლომატიური მისიების თანამშრომლების მაქსიმალური რიცხვის მნიშვნელოვნად შემცირება" - განაცხადა ზახაროვამ.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გერმანიის ხელისუფლებამ გასული წლის აპრილში 40-მდე რუსი დიპლომატი დაითხოვა.