მე შემიძლია ვთქვა, რომ როგორც გადავადგილდებოდი, ისე გადავადგილდები. მარტო, დაცვის გარეშე და თუ ვინმეს რამე საქმე აქვს ჩემთან, მოვა და მეტყვის. მე ვერ ვხედავ განსაკუთრებულ ამბავს აქ იმიტომ, რომ მოქალაქე და ადამიანი ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს, მით უმეტეს იმ ქვეყანაში, სადაც ვცხოვრობთ. თუ მათ ამოცანაა, რომ დაცვა დავიქირაო ან ქვეყნიდან გავიქცე, მაპატიეთ, მაგრამ არა. ქვეყნიდან გასაქცევად ვის ექნება საქმე და თავი დასაცავი ჩვენ კარგად [ვიცით]. მე ვიცი, ვინ ვერ გადაადგილდება თავისუფლად. მე ვაპირებ გავაგრძელო ისე, როგორც ვაგრძელებთ - წავიკითხავ ლექციებს, მათ შორის საჯარო ლექციებს და გამოვთქვამ იმ აზრებს, რომელიც მაქვს. იმ აზრებს, რომელიც არ მაქვს, არ გამოვთქვამ. ჩემში არაფერი შეიცვლება. ცოტა უხერხულიც კი იქნება, ჩემს ასაკში კაცმა შეხედულებების ცვლა რომ დაიწყოს და უცებ ბიძინა რომ შემიყვარდეს.
კოლექტიური ბიძინა დაგვდევს ჩვენ, დაახლოებით იმ დონის კაცი იყო, როგორიც არის ბიძინა. კარგად ჰყავდა შერჩეული. ირაკლი კობახიძის დონის კაციც კი ვერ იშოვეს მეორე ეგზემპლარი. ამ ტიპის ხალხი ჰყავთ, რომელიც მე დღეს ამეკიდა.
თქვა პროფესორმა ლევან ბერძენიშვილმა ფორმულას ეთერში. დღეს მას ვაკეში უცნობი ადამიანი თავს დაესხა, კვერცხები ესროლა და "მოღალატეს" ეძახდა.