ბერძენიშვილი: სინდისი დამიმშვიდდა, ამ რეჟიმის პირობებში გალახული თუ არ ხარ, კითხვები ჩნდება

თავს კარგად ვგრძნობ, რაღაც მსუბუქი პროცედურები იქნება საჭირო 2-3 დღეში და მერე ჩვეულებრივად ერთ კვირაში სრულად რეაბილიტირებული ვიქნები. ცხვირის ოპერაცია ჩამიტარდა და 10 წლის წინანდელი ტრავმაც გამისწორეს, ამიტომ ყველანაირად კმაყოფილი ვარ. ხუმრობა რომ იქით გადავდოთ, რაღაცნაირად სინდისი დამიმშვიდდა იმიტომ, რომ ამ რეჟიმის პირობებში გალახული თუ არ ხარ, რაღაც კითხვები ჩნდება.

თქვა ჟურნალისტებთან აქტივისტმა ზუკა ბერძენიშვილმა, რომელსაც 11 ივნისს ე.წ. ტიტუშკებმა სცემეს.