ბერბოკი: უკრაინის მომავალი ევროკავშირშია, ჩვენს თავისუფალ საზოგადოებაში

ბერბოკი: უკრაინის მომავალი ევროკავშირშია, ჩვენს თავისუფალ საზოგადოებაში

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, უკრაინის მომავალი ევროკავშირშია.

"უკრაინის მომავალი ევროკავშირშია, ჩვენს თავისუფალ საზოგადოებაში და ის მალე გაფართოვდება ლისაბონიდან ლუჰანსკამდე. ყველა სოფელში, ყოველ მეტრზე, რომელსაც უკრაინა ათავისუფლებს, ყოველი მეტრით, სადაც ის იხსნის თავის ხალხს, ასევე აფართოებს გზას ევროკავშირისკენ", - თქვა ბერბოკმა.

ბერბოკის თქმით, ევროპელი პარტნიორები უკრაინას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მხარს დაუჭერენ.

"ჩვენ ღიად ვსაუბრობთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რომ შეგვიძლია უკრაინის ევროკავშირისკენ მიმავალი გზა ერთად გაფავართოვოთ", - აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.